ივანიშვილის წარმომადგენლის, ლადო ბოჟაძის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო უნგრელმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, ბრიუსელი თუ ჩაერია ამ არჩევნებში, ბოჟაძემ ასე უპასუხა: “ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა. ამას თავად ანალიტიკოსები აღიარებენ… ის, რომ იგივე ამერიკის ვიცეპრეზიდენტი იყო ჩასული, იყვნენ სხვა ლიდერები, ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან სურვილი ჩარევის იყო”.















