25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ლადო აფხაზავა: მთელი საქართველო იძახდა, რომ სწავლა უფასოა – რეალობა კი სრულიად სხვა აღმოჩნდა

„ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა ხელისუფლების მიერ დაანონსებულ „უფასო განათლების“ დაპირებასა და სტუდენტების წინაშე არსებულ რეალურ მდგომარეობას შორის არსებულ აცდენაზე საუბრობს.

აფხაზავას თქმით, ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ბევრი აბიტურიენტი და მშობელი მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მან შინდისის გმირის შვილის, მარიამ წილოსანის მაგალითი მოიყვანა, რომელსაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ პირველივე სემესტრის საფასურის გადახდა მოსთხოვეს.

„არის ასეთი სტუდენტი, მარიამ წილოსანი, რომელიც არის შინდისის გმირის შვილი. აღმოჩნდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ამ უნივერსიტეტმა გამოაგზავნა, რომ პირველი სემესტრის თანხა აუცილებლად უნდა იქნას დაფარული, თორემ ისე ვერ გამოცხადდება. მარიამმა ტირილი დაიწყო, იმიტომ, რომ იცის, თავისმა დედამ, რომელიც ემიგრაციაშია, სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა სამსახური, ახლა არაფერი შემოსავალი არ აქვს და გადაწყვიტა, რომ აღარ წასულიყო უნივერსიტეტში“, — აცხადებს ლადო აფხაზავა.

პედაგოგის თქმით, შექმნილი ვითარების გამო ახალგაზრდას სწავლის გადადება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მასწავლებლებმა გამოსავალი თავად იპოვეს.

„ამის შემდეგ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელმა ქართველმა პედაგოგებმა ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვეთ და აუგროვეთ მარიამს. მთელი საქართველო, მშობლები იძახდნენ, რომ სწავლა არის უფასო და სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი“, — აღნიშნა აფხაზავამ ტვ პირველთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: პუტინსა და CIA-ს დირექტორს შორის შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები იყო
შემდეგი სტატია“”სპარში” მოლარეობით კერძო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი”— ნინო დობორჯგინიძე