კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 % თავს დასაქმებულად მიიჩნევს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.
NDI-ის კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რეიტინგები ასე გამოიყურება: სიღარიბე- 29 %, ტერიტორიული მთლიანობა 29 %, პენსიები – 28 %, ფასების ზრდა/ინფლაცია – 26 %, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა – 20%, ხელფასები -17 %, ადამიანის უფლებები – 13 %, განათლება – 12%, რუსეთთან ურთიერთობა – 10 %.
ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი აღდგენა გამოკითხულთა 9-9 %-ს მიაჩნია, რაც შეეხება საკუთრების უფლებას, კორუფციას და მედიის დამოუკიდებლობას, აღნიშნული საკითხები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 2-2 %-ს მიაჩნია. ციხეების და პატიმრების საკითხი კი ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მხოლოდ გამოკითხულთა 1 %-ს მიაჩნია.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 68% თავს დასაქმებულად თვლის, ხოლო 32 % აცხადებს, რომ თავს დასაქმებულად არ თვლის.
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა
შემდეგი სტატია,, ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში”