კვლევის შედეგებით ანონსდება მაჟორიტარული ოლქების 90% ში მეორე ტური

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

დღეს სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებს, ლადო სადღობელაშვილი ეხმაურება, რომლის თქმითაც, ბიგვავამ ერთი მონაცემები გააცნო საზოგადოებას და სულ სხვა – წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს.
სოციოლოგის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად გამყარდა ქართული ოცნების ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი და დღეისთვის 42 %-ს შეადგენს, დავით ბაქრაძის 21%-ის წინააღმდეგ. ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა დაახლოებით 13 % უჭერს მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

სინამდვილეში, როგორდ ლადო სადღობელაშვილი წერს, გამოკითხვის სხვა რეიტინგები არსებობდა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილს წარედგინა: ” ისე კარგია კარგი!!! თვით დიდი სოციოლოგი ბიგვავა აღიარებს რომ “ოცნებას” 35% აქვს და თან პრაქტიკულად დასძენს – კვირიკაშვილის პირობებში შეიძლება 42% საც მივარტყათო… ))))
ეხლა კი ყურადღება! თხოვნა ბ-ნ ზურას!
– ბ-ნო ზურაბ იქნებ ნამდვილი ციფრები დადოთ აი ის ბ-ნ ბიძინას, რომ მიაწოდეთ. სადაც ოცნებას 30% ზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ხოლო მეორეზე ნაცები კი არა სხვა გაცილებით ეროვნული ძალა რომ არის!!! (სხვათაშორის როგორც გავიგე ოცნების რეალური დაბალი მაჩვენებლის გამო გადაწყდა ივანიშვილის ჩართვა წინასაარჩევნოდ)
P.S ამ მონაცემებითაც კი ფაქტიურად ანონსდება მაჟორიტარული ოლქების 90% ში მეორე ტური!!!” – წერს ლადო სადღობელაშვილი (სტილი დაცულია).

banner
წინა სტატიაშიელისაბედ II-მ, შესაძლებელია 400 წლის მანძილზე პირველად გამოიყენოს ვეტოს უფლება რეფერენდუმთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა