კვლევის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას ხმას 21.7%, ხოლო ქართულ ოცნებას 22.4% მისცემს

უკვე ცნობილია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც “რუსთავი 2”-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK-მ ჩაატარა. სოციოლოგიური კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი 21.7%-მა.

გამოკითხულთა 7.8% “სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძეს” ასახელებს.

6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას “თავისუფალ დემოკრატების” მისცემდა.

“ლეიბორისტული პარტია” – 2.8%, “პატრიოტთა ალიანსი” – ირმა ინაშვილი – 2.2%, ნინო ბურჯანაძე -“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” – 1.6 %, “რესპუბლიკური პარტია” – 0.6 %, “ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე” – 0.5 %, “პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” – 0.3 %, “საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი” – 0.2 %, “თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა” – 0.2

კვლევის მიხედვით, “ეროვნული ფორუმის” მხარდაჭერა 0.1%-ით განისაზღვრა.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ვეტერანების პარტიას ხმას 0.1% მისცემდა.

ქართული დასი – ჯონდი ბაღათურია 0.1%, ლადო ბედუკაძე – ცენტრისტები 0.1%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ დემოკრატიული პარტია 0.0%

3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია – 19.4 %.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების 51.6%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში სამუშაო ადგილები მიაჩნიათ- GFK კვლევა