კვლევა – Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია

Pfizer- ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში კოვიდ 19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.

Sheba Medical Center-ის ეპიდემიოლოგმა, გილი რეგევ-იოჩაიმ განმარტა, რომ ადამიანები, რომლებზეც საავადმყოფოში კვლევა ჩაატარეს, ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ.

„ჩვენ 65 წელს გადაცილებული ბევრი თანამშრომელი არ გვყავს“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდება.

Pfizer– მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო
შემდეგი სტატიაავარია თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე – ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა