კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ მეორე ტურში იქნებიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი

Edison research-ის კვლევა ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგა ბოკერიას გაჟღერებულ კითხვას – დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მხარს არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძეს. თინა ბოკუჩავას თქმით, მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გავა, მთელი ოპოზიცია მის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს.

„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს არჩევნების მეორე ტურში?!, – აღნიშნული კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კონკურენტ პარტიას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
შემდეგი სტატიაავარია თელავში – დაღუპულია 1 ადამიანი