“კვლავ წავა ლარი ქვემოთ” – ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 50 მილიონი კიდევ ასესხა

“ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომმ კომერციულ ბანკებს კიდევ ასესხა თანხა 50 მილიონი ლარის ოდენობით. გოცირიძე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს:

“არ იშლის ფინანსთა სამინისტრო თავისას. კვლავ მისცა სესხი 50 მილიონი ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებს. ხვალ არც ეროვნული ბანკი დააკლებს რეფინანსირების სესხებს. კვლავ წავა ლარი ქვემოთ. ეს იმ ვითარებაში, როცა წლის ბოლომდე 2,2 მილიარდი ლარია დასახარჯი ბიუჯეტიდან. ბოლო თეთრამდე დახარჯავენ. აბა პრემიებს და დანამატებს ხომ არ მოიკლებენ.
მინისტრმა ფეისბუკპოსტები აუფასურებენ ლარსო. ისიც კი ეზარებათ, ერთ პოსტს ათი კონტრპოსტით რომ უპასუხონ და ლარი გაამყარონ. სულ საკუთარ თავზე რომ ანთებენ სანთელს, ერთხელ ლარზეც დაანთონ.
ტყუილად იღებენ პრემიებს.” წერს გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე : ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის
შემდეგი სტატიამიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრულირება დაწესდება