კვიტაშვილი გადადგომის შესახებ განცხადების გამოტანას არ აპირებს

კვიტაშვილი გადადგომის შესახებ განცხადების გამოტანას არ აპირებს

კვიტაშვილი გადადგომის შესახებ განცხადების გამოტანას არ აპირებსუკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადების გამოთხოვას არ აპირებს – ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მისი თვითმიზანი არ არის სავარძელი.
“თუკი ვინმეს არ აწყობს, მე წავალ. მე არ მიხვეწნია. მე ვარ ტექნოკრატი და მოვედი, რომ ვიმუშავო. თუმცა, ახლა სიტუაცია შეცვლილია და ვგრძნობ ზოგიერთ მხარდაჭერას” – განაცხადა კვიტაშვილმა.

მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება 2 ივნისს დაწერა. 17 სექტემბერს უმაღლესმა რადამ კვიტაშვილის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში რეფორმებს დეპუტატები ოლეგ მუსიი, ოლგა ბოგომოლეცი და სხვა წევრები უშლიან ხელს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში მანათის დაცემის შემდეგ მაღაზიები იკეტება
შემდეგი სტატიამოსკოვში სტალინის იუბილე მისი ხატებით აღნიშნეს… (VIDEO)