კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.9980 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0256 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე იმსჯელებს
შემდეგი სტატია17-18 დეკემბერს თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება