კვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა

კვირის ბოლოს ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5342 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0076 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0030 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0006 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიავარია ქობულეთში – სოფელ ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა
შემდეგი სტატიამართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია