კვირიკაშვილმა შესაძლებლობა მისცა რუსეთს, საკუთარი თავის დისტანცირება გააკეთოს ოკუპაციის თემისგან – სამადაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში.
ოპოზიცია ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას, საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები აცახდებენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე საუბარი, პარალელურად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში რუსეთის მხრიდან საკუთარი როლის არ აღიარება და პროცესიდან დისტანცირება – საქართველოს ხელისუფლების რბილი პოლიტიკის შედეგია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის. ამ განცხადებას საფუძველი შეუქმნა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადება, რომელითაც მან ფაქტობრივად მისცა შესაძლებლობა რუსეთს, რომ მან დისტანცირება გააკეთოს საკუთარი თავის, ოკუპაციის თემისგან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშირა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ემბარგოს შემდეგ
შემდეგი სტატიარუსეთი ჩაეჭიდა კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო და მავნებლურ განცხადებას- ბოკერია