„კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა… ძიება თავიდან არ დაწყებულა“ – წულუკიანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ კომენტარი გააკეთა. წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა აღნიშნა, რომ შსს-მ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო:

„ძიება თავიდან არ დაწყებულა, მე ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაუშვა სამწუხაროდ შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა. ძიება არ დაწყებულა თავიდან, თქვენ შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ, ის დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა.

ვინც იურისტები არიან, მათ მარტივად ესმით, მაგრამ სხვებისთვისაც მარტივად გასაგებია. როდესაც საქმეზე დადგა ის მტკიცებულებები იმ ვადაში, რა ვადასაც ითვალისწინებს, დაახლოებით 40 დღიან ვადას, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რა დონეზეც იყო მზად მტკიცებულებების საქმე რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში და გამოიყო გამოძიებიდან დანარჩენი ეპიზოდები, კითხვის ნიშნები და მათზე გამოძიება გაგრძელდება.გამოძიება პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურატურაში და პროკუარატურას ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია”,-განაცხადა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ”.

banner
წინა სტატიაში„ის 6-7 ორგანიზაცია, რომელიც დაჯდა ტელევიზიაში და ითხოვს ჩემს გადადგომას, არ წარმოადგენს სრულად ქართულ არასამთავრობო სექტორს“ – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიადაუდგენელი სახის ნარკოტიკით გარდაცვლილი ბიჭი 22 წლის ლუკა ანდოლინია