“კვირიკაშვილმა პოლიტიკური სპექტრი და დიპლომატიური კორპუსიც ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო”

ანალიტიკოსი ზვიად კირტავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაზე დასწრებით მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო.

როგორც კირტავა აღნიშნავს, სხდომის ასეთი მიმდინარეობა პრეზიდენტ მარგველაშვილისთვისაც, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო.

“დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს დარბაზში ხმაამოუღებლად ჯდომით მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობაც, უმცირესობაც და დიპლომატიური კორპუსიც, ვფიქრობ, ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო! ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვისაც, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა. ხოლო უმცირესობისათვის კი სრულიად დამაბნეველი ჩანს ჩვეული კონფრონტაციული დაპირსპირების რეჟიმიდან ამოვარდნა. თითქოს-და უნდა გახარებოდათ, არადა, აშკარაა, რომ საკმაოდ შეშფოთებულები არიან, რადგან ადრე ყოველთვის ამ კონფრონტაციულ მინდორზე ნავარდით იოლად იწერდნენ „დაჩაგრული და შევიწროებული ოპოზიციისთვის“ განკუთვნილ ქულებს და ახლა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, ლამისაა „პად-დავკის“ თამაში ინატრონ, მაგრამ რომ აღარ გამოსდით?! მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ვინც წყნარად და მშვიდად არის, აუღელვებლად აგროვებს ქულებს”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი – მარგველაშვილი შეეცადა ბიძინა ივანიშვილი არ გაეღიზიანებინა
შემდეგი სტატია“პრეზიდენტმა “გაატარა”, თუმცა გატარებაშიც მგონია, თავისი პასუხი იყო ნათქვამი