კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადა

მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება – პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრაძანება მთავრობის ვებგვერდზე 7 მაისს გამოქვეყნდა ბრძანებაის მიხედვით ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი