“გიორგი კვირიკაშვილმაც იცის ყველაფერი”- კალაძის თქმით, რუსული გაზის გარეშე მოსახლეობას ტარიფი 4-5 თეთრით გაუძვირდება

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

"გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებსენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებების დეტალები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. კალაძის თქმით, ის დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა როგორც წინა პრემიერს, ასევე საქმის კურსშია დღევანდელ პრემიერიც.ამის შესახებ მინისტრმა კალაძემ განაცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

“რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილმაც იცის ყველაფერი. ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში დაიწყო მოლაპარაკებები და მასთან მუდმივად მქონდა საუბრები. ჩვენ სექტემბერში დავიწყეთ მოლაპარაკებები და ის რთულად მიმდინარეობს, რადგან მე ვცდილობ, ჩემი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაღები შედეგი წამოვიღო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, ამბობს, რომ, თუ საქართველო რუსეთიდან გაზს არ შემოიტანს, მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი 4-5 თეთრით გაუძვირდება. ამის შესახებ მინისტრმა კალაძემ განცხადება გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

“ჩვენ თუ არ გვექნება შესაბამისი ბუნებრივი აირი, მოგვიწევს თბოსადგურების გაჩერება, მოგვიწევს რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგიის წამოღება, რაც გაზრდის ხარჯებს, რაც აისახება ტარიფში და ჩვენს მოქალაქეებს მოუწევთ, ტარიფში 4-5 თეთრით მეტი გადაიხადოს,” – აცხადებს კახა კალაძე.

კალაძე ამბობს, რომ რუსეთთან წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა.

“ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 31 დეკემბერს. რუსეთიდან არასანქცირებულ გაზი მოგვაქვს. უახლოებს ხანებში უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას,” – აცხადებს კალაძე.

 

banner
წინა სტატიაში“მზად ვარ შევხვდე ყველას, ვისაც გაზთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება სურს”
შემდეგი სტატია“არ ვაპირებ რუსეთთან არსებული იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ”