კვირიკაშვილის  ,,ინვესტორს,, თავისუფლება 6 მილიარდი დაუჯდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2017 22:43

კვირიკაშვილის  ,,ინვესტორს,, თავისუფლება 6 მილიარდი დაუჯდება

საუდის არაბეთში, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის მეთაურობით ჩატარებული ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, სამეფო ოჯახის 11 წევრი, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი, დააკავეს.

დაკავებულთა შორის საინვესტიციო კომპანია ” Kingdom Holding”-ის მფლობელი, საუდის არაბეთის მეფის ძმისშვილი, მილიარდერი ალ-ვალიდ იბნ თალალიც აღმოჩნდა, რომელიც 2015 წელს  საქართველოში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში ალ-ვალიდი შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ ღარიბაშვილს და იმ დროინდელ ეკონომიკის მინისტრსა და ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. ვიზიტის დროს, კვირიკაშვილმა არაბი პრინცი, პოტენციური მსხვილ ინვესტორად გამოაცხადა, რის გამოც  მას  ქვეყნის საპატიო მოქალაქეობაც მიანიჭეს. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და მედალიონი ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა პირადად გადასცა პრინცს.

კვირიკაშვილის მედალიონისა და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის უფასოდ მიმღებმა ,,პოტენციურმა ინვესტორმა,, პრინცმა ალ-ვალიდიმ, დაკავებიდან თვენახევარში საკუთარი თავისუფლება შესაძლებელია 6 მილიარდ დოლარად იყიდოს. სწორედ ამ რაოდენობის თანხა ჩათვალა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა საკმარისად, რათა ალ-ვალიდს დანაშაული აპატიონ.

თუ ,,ფორბს,, დავუჯერებთ, ალ-ვალიდის ქონება დაკავებამდე სულ ცოტა 18 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან გამომდინარე, მას თავისუფლების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2017 22:43