კვირიკაშვილის დანიშვნა რეალურად არაფერს შეცვლის

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის დანიშვნა, რეალურად არაფერს შეცვლის, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ პირად ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება.

„კვირიკაშვილი ეკონომიკური გუნდის წარუმატებელი მინისტრი, სწორედ ამ გუნდის პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ასევე, ისაა იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან, ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ღარიბაშვილი, ასევე კვირიკაშვილის, გადაწყვეტილების მიმღებ პირს არ წარმოადგენს. ისიც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი იქნება. ასე რომ, არანაირი პერსპექტივა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ დღეს, ქვეყნის მართვისთვის მანდატი არ აქვს.“

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრად შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი დაინიშნოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი 14:00 საათზე განცხადებას გააკეთებს