კვირიკაშვილიც და ჯანელიძეც ათი თავით ჯობია იმათ ვის დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ კვირიკაშვილის და ჯანელიძის გადადგომა აბსურდია და პირველ რიგში იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს.
„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის რომელიც აფუჭებს საქმეს, ხოლო მეორე არიან ადამიანები რომლებიც არ აკეთებენ საქმეს, ანუ უქნარები. პირველ რიგში უნდა წავიდეს ის ხალხი რომლებმაც ზიანი მიაყენა ქვეყანას, ჩაიდინა მრავალი ბოროტება, შექმნა უსამართლო სისტემა და ქვეყანა მიიყვანა ასეთ უმძიმეს სიღარიბემდე. ეს იყო უსამართლობის ტალღაზე გადამდგარი მთავრობა. პირველ რიგში უდნა წავიდეს ყველა ძალოვანი და რა თქმა უნდა უნდა წავიდეს იუსტიციის მინისტრი. მთავრობის გადადგმა არის სერიოზულ პოლიტიკური აქტი. თუ გადადგომა მივიდა კვირიკაშვილის და ჯანალიძის გადადგომამდე, ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ პიროვნული თვისებებით, კვირიკაშვილიც და ჯანელიძეც ათი თავით ჯობია იმ მავნებლებს რომლის დატოვებასაც ივანიშვილი დღეს აპირებს“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბავშვების დაკითხვა არაფერს არ მოგვცემს” – ზაზა სარალიძეს შს სამინისტროში ელოდებიან
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ხაზარაძე-გვარამია-კვირიკაშვილის ალიანსი დაიჯერა