საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
კვირიკაშვილის შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განთავსდა.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ველით ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპი 289 ხმით ლიდერობს, მის მეტოქეს ჰილარი კლინტონს კი, 218 ხმა აქვს.