კვირიკაშვილი სუს-სა და გომელაურს ტერორისტული აქტის აღკვეთისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტერორისტული აქტის აღკვეთისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს:

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა, ვისარგებლო ამ ტრიბუნით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოწვევების პირობებში, სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც, ვინაიდან რეგიონში არის უამრავი გამოწვევა. ასე რომ, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა, რეფერენდუმზე უართან დაკავშირებით, პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება
შემდეგი სტატია177 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა