კვირიკაშვილი ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Vestas Wind Systems-ის (Vestas) აღმასრულებელ დირექტორს, ანდერს რუნევადს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატური ცვლილებები, ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს. ამასთან, საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოში 20.7 მეგავატის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური “ქართლი 1” უკვე ამოქმედდა.

მხარეებმა თანამედროვე „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში ყურადღება გაამახვილეს, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

დანიური კომპანია Vestas Wind Systems, რომელიც 1898 წელს დაარსდა, მსოფლიოში ქარის გენერატორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

ასევე, კომპანია ქარის ტურბინების პროექტირებას, მონტაჟსა და მათ მომსახურებას აწარმოებს. დღესდღეობით Vestas Wind Systems-ის ქარის გენერატორები მსოფლიოს 75 ქვეყანაშია განთავსებული.

banner
წინა სტატიაში„ენმ“ მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ რეზოლუციის პროექტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა