კვირიკაშვილი : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

„26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო–ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“– განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება
შემდეგი სტატიამაღალმთიან რეგიონებში ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება