კვირიკაშვილი : “მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება”

ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია.” განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სტრასბურგის სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა ადვილი არ არის”- ომბუდსმენი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიამთავრობა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს