კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – წერს კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები მიიტანეს
შემდეგი სტატიაპროვოკაციის მოწყობის მცდელობა – პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავა