კვირიკაშვილი ყირგიზეთის მთავრობასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო,რამაც ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის,მათ შორის ბავშვების და ასევე, ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა.

გულრწფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს,მათ მთავრობებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.

ყირგიზეთში, ავიაკატასტროფის შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა. Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი ბიშკეკის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში დაშვებისას ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დანგრეულია 15 სახლი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მსოფლიოს უკანასკნელად მოუწოდა
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს სირიელი ამბოხებულებიც შეუერთდებიან