კვირიკაშვილი კანდელაკს: ყველანაირი შეურაცხყოფების აყოლის გარეშე, უბრალოდ გავატარებ თქვენს კომენტარს

ყველანაირი შეურაცხყოფების აყოლის გარეშე, უბრალოდ გავატარებ თქვენს ამ კომენტარს,- ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი კანდელაკს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ამბობენ, რომ კვირიკაშვილი კარგი მოსაუბრე, კარგი მანერების მქონე ადამიანია, მაგრამ ვერაფერს წყვეტს, რომ პოლიტიკურად მისი წონა ნოლია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ისინი ბიძინა ივანიშვილთან მიდიან.

“რაც შეეხება გიორგი კანდელაკის კომენტარებს პოლიტიკურ წონასთან და კილოგრამებთან დაკავშირებით – ეს თქვენი სუბიექტური შეფასებაა. საერთოდ, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. თქვენ არ გინდათ აღიაროთ, რომ არჩევნები წააგეთ, და წააგეთ არჩევნები იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობ. ეს არის მთელი უბედურება და ეს არის ამ კამპანიის ნაწილი”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უდიდესი დამსახურება, ის არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.

banner
წინა სტატიაში“გაწვევის გაუქმებაზე თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში და მისი მხრიდან ეს ეთიკა არაერთხელ დაირღვა”
შემდეგი სტატია“2005-2008 წლებში სამხედრო ტექნიკისთვის გათვალისწინებული 32 მილიონი დოლარი გაქრა და საქმე პროკურატურაშია”