კვირიკაშვილი ირმა ინაშვილს: მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი არ შეესაბამება ჩვენი შეხვედრის ფორმატს

მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, არ შეესაბამება ჩვენი შეხვედრის ფორმატს, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს.

„თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის ჩემი კაბინეტის წევრი მინისტრობის კანდიდატები, გავცეთ პასუხი“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ირმა ინაშვილმა პარლამენტში, ფრაქციასთან მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას ირმა ინაშვილმა მინისტრობის რამდენიმა კანდიდატს მიმართა, რომ ციხეში უნდა ისხდნენ.

რაც შეეხება დეპუტატ ადა მარშანიას შენიშვნას, რომ გიორგი კვრიიკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს უსმენდა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა – „მინდა, სრული სერიოზულობით ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა არის ეკონომიკა. ყველაზე მთავარი გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი ქვეყნის მოსახლოებისთის სიღარიბის დაძლევა გახლავთ უპირველესი ამოცანა“.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ID ბარათების ალტერნატივაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადემეტრე ეგნატაშვილი: არჩევნები არ ჩაიშლება და ლეგიტიმურად ჩაითვლება