კვირიკაშვილი: Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს

Freedom House-ის ანგარიშს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა და ორგანიზაციის შეფასებას “უკიდურესად არაობიექტური” უწოდა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით.
„მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მთავარი ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის მაღალ ხარისხში აყვანა, მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ეს არის ადამიანის უფლებების დარგში მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. წელს ეს არის 70 ქვემოთ 2017 წლის მონაცემებით, რაც ჩემი აზრით არის უდიდესი პროგრესი, რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა ევროპული დემოკრატია შევქმნათ. შესაბამისად Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, არის აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილი და ვფიქრობ, რომ Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით და ვუერთდები ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
შემდეგი სტატიაპრემიერი უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს