კვირიკაშვილი: C ჰეპატიტის მართვის ცენტრი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოემსახურება, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტი ექნებათ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდიში, C ჰეპატიტის მართვის ცენტრის გახსნას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრები ის მოქალაქეების შეძლებენ მკურნალობას, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტები გააჩნიათ.

„C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, 33 000 ადამიანმა უკვე იმკურნალა. აქედან, 25 000 მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებლია, რაც ძალიან დადებითი ტენდენციაა. ეს ცენტრი გამორჩეულია იმით, რომ აქ იქნება ყველა სერვისი, იქნება სკრინინგი, ექიმის კონსულტაცია, მკურნალობა, მედიკამენტების მიღება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტი ექნებათ“, – განაცხადა პრემიერმა.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

დღესვე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვეტოს არც პრემიერი იზიარებს: იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პარლამენტმა
შემდეგი სტატიამსგავსი შეჯიბრი დაანგრევს „ქართულ ოცნებას“…მათ უნდათ ჩანაწერების გაგრძელება