კვირიკაშვილი – ბორჯომის ხეობაში ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მუშაობს სამი ვერტმფრენი

ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს სამი ვერტმფრენი, თუქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დილით ძლიერი ქარის გამო, თურქეთიდან ვერ ჩაფრინდნენ ვერტმფრენები, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან სამუშაოებში.

“ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს. ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა, არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსების ვარაუდით ბორჯომში ქარის სიჩქარე დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს