კვირიკაშვილი: აუდიტის სამსახური ეფექტური უნდა იყოს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური ეფექტური იყოს.

“მაშინ, როდესაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, ეს ინსტიტუცია პარლამენტისთვის მთავარი იარაღია, რომ ვუზრუნველყოთ კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა და რესურსების ეფექტური გამოყენება. ირაკლი მექვაბიშვილს დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენმა გუნდმა შეარჩია დამოუკიდებელი კანდიდატი,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შეერჩია ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარადგინა. “ეს არის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როცა ინსტიტუციები ერთმანეთს აკონტროლებენ,”- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე გააკეთა. დოკუმენტი პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: ასეთი თემები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება
შემდეგი სტატიაევროპულმა საქართველომ 2018 წლის ეკონომიკური პროგრამა წარადგინა