კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყაჩაღობებმა იმატა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი, ამბობს, რომ საქართველოში ყაჩაღობებმა იმატა.

ეს განცადბა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მთლიანად კრიმინალის სტატისტიკა 4%-ით არის შემცირებული.

ამასთან, პარლამენტში პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში კრიმინალის გაშუქების მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო.

პრემიერობის კანდიდატმა დილით ვაკეში, საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის დროული აღკვეთისთვის საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელსა და პოლიციას შორის დილით ვაკეში ორმხრივი სროლა მოხდა. დევნის ოპერაციის დროს საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელბა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს.

banner
წინა სტატიაში“თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას,” – კვირიკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ
შემდეგი სტატია,,ხელისუფლების ცვლილება არა ოცნების დაპირებებმა, არამედ ქვეყანაში მძიმე სიტუაციამ გამოიწვია,”