კვირას ყველა დავდგებით ფეხზე და მშვიდობიანად, ორგანიზებულად, მაგრამ მკვეთრად მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს

სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე თქვენთან ვარ და თქვენთვის ვარ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს მომართა. სააკაშვილმა მხარდამჭერებს კვირას მშვიდობიან აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

“ჩვენ არ ვაღიარებთ შედეგებს და გვჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „ჩვენ მაგარი ხალხი ვართ, ამიტომ კვირას დავანახოთ ყველას, რომ მოსყიდვის და დაშინების გარეშე გამოვდივართ გარეთ. ჩვენ გუშინ მოვიპოვეთ პირველი გამარჯვება. კვირას ყველა დავდგებით ფეხზე და მშვიდობიანად, ორგანიზებულად, მაგრამ მკვეთრად მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე თქვენთან ვარ და თქვენთვის ვარ. ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის და ნურაფრის შეგეშინდებათ”, – მიმართა სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას მხარდამჭერებს.

მიხეილ სააკაშვილს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა სიტყვა რამდენჯერმე ტაშით შეაწყვეტინეს და საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა
შემდეგი სტატიამე ასეთი რაოდენობისა და მასშტაბების გაყალბების მომსწრე არ ვა