კვიპროსული საინფორმაციო საიტი dialogos.com.cy , კვიპროსში ტრაგიკულად დაღუპულ სენაკელ გოგა ფარცვანიას შემთხვევასთან დაკავშირებით – ინფორმაციას აქვეყნებს.
,,კვიპროსის ქალაქ პაფოსის პოლიციის უფროსის, ნიკოს ცაპისის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა 33 წლის ქართველი – გოგა ფარცვანია, რომელიც ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით იყო ჩაბარებული.
უიღბლო ახლგაზრდამ, სასიკვდილო დაზიანებები კვირას, დილის 00 საათსა და 40 წუთზე მიიღო. ის, ქალაქ პაფოსის, აგაპინოროსის და იკარუსის ქუჩების კვეთაზე, ქუჩის გადაკვეთის მცდელობის დროს, იმ გარემოებებში რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს, იქვე მოძრავმა ავტომობილმა გაიტანა.
გარდაცვლილი საქართველოდანაა. ის ბოლო დროს ცხოვრობდა პაფოსში, როგორც თავშესაფრის მაძიებელი.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი, რომელიც უკვე დაკავებულია, 24 წლის კამერუნელია. ის თავდაპირველად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა საათნახევრის მერე, დილის 2 საათსა 15 წუთზე, ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პოლიციას შეატყობინა, რომ მან ავტომანქანით, ქვეითად მოსიარულე გაიტანა. როგორც მან პოლიციას განუცხადა, იქვე მყოფმა ხალხმა შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, მას შეეშინდა და ამის გამო დატოვა იქაურობა.
გარდაცვლილის ვინაობა უცნობი იყო 18 საათის განმავლობაში, სანამ ნაშუადღევს, პოლიციამ შეძლო მისი დეტალების დადასტურება და ახლობლების ინფორმირება- ,, წერს კვიპროსული მედია.