,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში, 32 წლის სენაკელი გოგა ფარცვანია, ტრაგიკულად დაიღუპა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გოგა ფარცვანია, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკაში გასული გაზაფხულიდან იმყოფებოდა და იქ მუშაობდა, საკუთარ დაბადების დღეს, 4 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვლილ ახლაგაზრდას, სენაკის სოფელ ეკში, მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.