კვიპროსში კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეებმა არეულობები მოაწყვეს და ტელეკომპანიას დაესხნენ თავს

კვიპროსში დაახლოებით 2500 კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი და ტელეკომპანიის Sigma TV ოფისში შუშები ჩაამსხვრიეს.
ნიქოზიაში გამართულ საპროტესტო მსვლელობებზე პროტესტანტებს “უსაფრთხოების პასპორტების” საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ – პასპორტები ქვეყანაში გასულ კვირას შემოიღეს. AFP-ის ინფორმაციით საღამოს დაახლოებით 5 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, მათგან დაახლოებით ნახევარმა გადაინაცვლა ტელეკომპანიის ოფისთან.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც შენობას და თანამშრომლებს იცავდა.
როგორც აღნიშნავენ, Sigma TV-ის ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი პოზიცია აქვს.

გასულ კვირას კვიპროსში “უსაფრთხოების პასპორტები” შემოიღეს. მხოლოდ მათ მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა და სხვა შენობებში შესვლა.

კვიპროსში სულ კორონავირუსის 90 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 384 პაციენტი კი გარდაიცვალა. კვიპროსის მოსახლეობა 1,1 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება ასრულებს ყველა ვლდებულებას, რომელიც შეთანხმებაშია გათვალისწინებული
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს