კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ისაუბრეს, ცირკულარული მიგრაცია იყო.

„ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკვაშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენ ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიავენეციის კომისიის მხრიდან გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული – ბესელია