კვიპროსის პრეზიდენტის დახვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

დღეს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდებიან.

დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებიც მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს საფრანგეთში ასობით ეკლესიის ზარი ერთად დარეკავს ნოტრ-დამის პატივსაცემად
შემდეგი სტატიავენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული არაფორმალური შეთანხმება- ნაზი ჯანეზაშვილი