5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

კვიპროსის პრეზიდენტი: ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა

BBC-ის ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა, თუმცა კვიპროსი რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს.

 “შუაღამის შემდეგ შაჰიდის უპილოტო საფრენი აპარატი აკროტირიში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებს დაეცა, რამაც მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“ | განაცხადა ნიკოს ქრისტოდულიდესმა.
კვიპროსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის „მუდმივ კონტაქტშია“ ევროპისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან და აღნიშნა, რომ კვიპროსი „არ აპირებს რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას“.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო განცხადებაში აღნიშნა, აკროტირის ბაზიდან ოჯახის წევრების გაყვანას აპირებენ
გუშინ კვიპროსზე მდებარე ბრიტანული ავიაბაზა ირანული დრონებით დაიბომბა, რაც დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ირანი „განურჩეველ შეტევებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედროები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის წინაშე დგანან.

 მანამდე, 1 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანმა კვიპროსზე მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების მიმართულებით ორი რაკეტა ისროლა: “დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩვენი ბაზებისკენ არ იყო მიმართული, თუმცა ეს აჩვენებს, რამდენად ქაოსურია ირანის საპასუხო იერიში”.

banner
წინა სტატიაშიირანზე აშშ-ის და ისრაელის შეტევების შემდეგ ნავთობი გაძვირდა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიას ადვოკატი: სხდომის დახურვა ძალიან საშიში გარემოებაა