კვიპროსის პარლამენტმა ინვესტიციების სანაცვლოდ “ოქროს პასპორტების” გაცემა გაამკაცრა

კვიპროსის პარლამენტმა გაამკაცრა კანონი, რომელიც მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლებას იძლევა ინვესტიციის სანაცვლოდ (ე.წ. “ოქროს პასპორტები” და ვიზები) – 2 თებერვალს Cyprus Times-მა გაავრცელა. დოკუმენტს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, 17 პარლამენტარი კი წინააღმდეგ წავიდა. ქვეყნის მთავრობამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განსაზღვროს კვიპროსის მოქალაქეობის მინიჭების წესები.

23 იანვარს ევროკომისიამ პირველად გაასაჯაროვა მოხსენება ევროკავშირის ქვეყნებში ინვესტიციების სანაცვლოდ ცხოვრების უფლებისა და მოქალაქეობის მიღების შესახებ. გაერთიანება თვლის, რომ “ოქროს” ვიზები არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას, არამედ, ფულის გათეთრებას, კორუფციასა და გადასახადებისგან თავის არიდების იწვევს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: მოსკოვის პატრიარქ კირილეს პატრიარქობის ათი წელი და საქართველო
შემდეგი სტატიაპაშინიანი: “ჩვენ ერთდროულად ორ სკამზე დაჯდომას არ ვცდილობთ”