კვიპროსის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს – დაკავებულები მძიმე პირობებში არიან

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2019 12:38

კვიპროსის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს – დაკავებულები  მძიმე პირობებში არიან

კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მიზეზი მათთვის უცნობია.  ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვის განცხადებით ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაწქევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.

„ბიძა მყავს გარდაცვლილი. ლარნაკას აეროპორტში ჩამოვფრინდი, რომ ოჯახს მივუსამძიმრო. ბიძაშვილები, ბიცოლა, ყველანი მელოდებიან. ასე გადმოგვიყვანეს ოთახში, ერთს ეუბნებიან სიტყვაზე რომ თანხა არასაკმარისი გაქვს, მაგრამ საკმარისზე ორჯერ მეტი აქვს. მეორეს ეუბნებიან, რომ სასტუმრო არ გაქვს დაჯავშნული, როდესაც კომპანია გვეუბნება, რომ დაჯავშნულიც არის სასტუმრო და გადახდილიც არის. ბარგი ჩამორთმეული გვაქვს, საბუთები ყველაფერი ჩამორთმეული გვაქვს. გამოგვიყვანეს აქეთ, როგორც ვვარაუდობ, რაღაც დროებითი მოთავსების ოთახია. წყალი არ გვაქვს, დასალევი წყალი ტუალეტში მოდის ცხელი წყალი. წყალი არ გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს. მე პირადად ერთს ვუთხარი, რომ რა მიზეზით დამაკავეთ-თქო, სიცილით მითხრა, უბრალოდ არ მომეწონე და არ გიშვებო. აქ ვინც ვართ ოთხი, არანაირი დარღვევა არაფერი არ გვაქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ ელოდებიან სამშაბათს, რომ შემდეგი რეისი იყოს და ჩაგვსხან ისევ უკან თვითმფრინავში და გამოგვიშვან“ – აცხადებს შალვა სპიროვი.

დაკავებულები დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2019 12:38

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics