კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ვასილ გოშაძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდეს

ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ვასილ გოშაძის ადვოკატის ლამარა ბარკალაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა აღკვეთის გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ, თუმცა დამცველი განმარტავს, რომ გოშაძეს პატიმრობა სხვა დანაშაულისთვის აქვს შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ადვოკატმა არ დააკონკრეტა როდიდან იმყოფება საპატიმროაში ან რა საქმეზე აქვს შეფარდებული პატიმრობა და განაცხადა, რომ გოშაძის თხოვნით სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ვერ ისაუბრებს.

„მან მთხოვა, რომ კონფედენციალური იყოს ყველა დეტალი და საჯაროდ არ ვისაუბრო ამის შესახებ.“ – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე: ერთი ხელის მოსმით გარე ვაჭრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია
შემდეგი სტატია“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები”