20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“კვეთენ ყველა მორალურ და სამართლებრივ საზღვარს”- ვიქტორ ორბანი მადიარის მიერ პრეზიდენტის გადაყენების გეგმაზე

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ (Fidesz) ხუთშაბათს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. მიზეზი ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ პარლამენტში შეტანილი საკონსტიტუციო შესწორებაა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითვალისწინებს.

მადიარმა, რომელმაც აპრილის არჩევნებში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, პრეზიდენტს „ორბანის მარიონეტი“ უწოდა. ვინაიდან მადიარის პარტია „ტისზა“ (Tisza) პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, შესწორების მიღება უახლოეს კვირაშია მოსალოდნელი. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლის გაშვებას და დეპუტატებისთვის 12-წლიანი ლიმიტის დაწესებას.

პრეზიდენტ ტამაშ შუიოკი  გადადგომას არ აპირებს და მადიარის ნაბიჯს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ვიქტორ ორბანის განცხადებოთ, მადიარის პარტია კვეთს ყველა ადამიანურ, მორალურ და სამართლებრივ საზღვარს. უნგრელ ამომრჩეველს ამის მანდატი მათთვის არ მიუცია.

პროცესებს უკვე აქტიურად აკვირდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, რომლის დელეგაციაც გასულ კვირას უნგრეთში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი პუტინის ინტერესებს ემსახურება”- ჯო უილსონი
შემდეგი სტატია“რუსეთში ბენზინის უსაშველო რიგებია, კრემლი კი კიევის დაბომბვით ძლიერების ილუზიას ქმნის”- ბექა კობახიძე