30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

“ქართული ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა.

“ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.

სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„დროა“: საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატო-ს უმნიშვნელოვანეს სამიტზე, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება
შემდეგი სტატია„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება