კვების ბლოკში დარღვევების გამო ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის N4 , ყვარელწყალის, დუმასტურისა და ხორხელის საბავშვო ბაღების კვების ბლოკში დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, სააგენტოს დასკვნით, აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებების სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

საბავშვო ბაღების დროებით დახურვის ფაქტი პირველ არხს ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა დაუდასტურა.

,,აწყურში ბაღი ნაქირავებ კერძო სახლშია განთავსებული და წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, ხოლო აწყურში საბავშვო ბაღის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ის უკვე რეაბილიტაციასაც აღარ ექვემდებარება,” – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოთხივე ბაღი 1200 ლარით დააჯარიმა. აქედან აწყურის და ხორხელის საბავშვო ბაღებს სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობისთვის ვადა მაისამდე განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: იუსტიციის საბჭო რომ პარლამენტს არ ელოდება და რვა მოსამართლეს უვადოდ ნიშნავს, ეს ინსტიტუციური უპატივცემულობაა