“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ მართლმადიდებელ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს სწორედ ერთიანოაბით გაიმარჯვებს.
დღეს მცხეთობაზე ჩამოვედით, ეს არის მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული: მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობა და, რასაკვირველია, მთელ ჩვენს ხალხს მინდა მივულოცო, კვართი – ეს სიმბოლოა ერთიანობის, ეს ერთიანობა საქართველოს გაერთიანებაა და ვისურვებ ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა, გავიმარჯვოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – თქვა ლაშა ბაქრაძემ მცხეთიდან სვეტიცხოვლობის მილოცვის დროს.