კვარიათში თიბისი მხარდაჭერით ახალი სასტუმრო Litz Resort-ი გაიხსნა

ხელვაჩაურის რაიონში მაღალი კლასის, 101 ნომრიანი სასტუმრო Litz Resort-ი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.

Litz Resort-ი საშუალებას იძლევა ერთდროულად 250-მდე სტუმარი მიიღოს, იგი გათვლილია ყველა ტიპის და ასაკის სტუმარზე. აქ მოსულებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით. სასტუმროში არის კინოთეატრი, სპა, ბოულინგი, საბილიარდო, სალონი, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზები, ორი პეტანკე მოედანი, ბიბლიოთეკა ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, ვერტმფრენის მოედანი და სხვა.

სასტუმროში მდებარეობს 3 აუზი, ერთი დახურული შიდა აუზი და ორი გარე, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool – მარილიანი წყლით ზღვაზე გადაკიდებული აუზია, ხოლო მეორე მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით. სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია მოწყობილი.

სპეციალურად ბავშვებისთვის სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო ოთახი, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა.

პირველ ეტაპზე სასტუმროში 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა 90 % -ს ადგილობრივები წარმოადგენენ. სასტუმროს მშენებლობაზე 30 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა. პროექტი სახელმწიფო საგარანტიო სქემით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა ჯგალის მოსახლეობას მიმართავს