კვარაცხელიას მომავალი მამის და აგენტის გადასაწყვეტი არ არის – „ნაპოლი“

იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კვარაცხელიას ბედს თავად კლუბი გადაწყვეტს.

„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებთან დაკავშირებით ნაპოლი იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი“, – წერს „ნაპოლი“ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„კვარაცხელია არ არის სატრანსფერო ბაზარზე. ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული“, – წერია განცხადებაში, რომელიც კლუბმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კიევში პრაიდის პირველი მსვლელობა მოეწყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში