კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

კვარაცხელიას ფასი 15 მლნ ევრომდეა

Transfermarket-მა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ფეხბურთელის, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ფასი 15 მლნ ევრომდე გაზარდა. Transfermarket-ზე კვარაცხელიას ფასი ბოლოს 10 მლნ ევრო იყო.

5 მლნ ევროთი გაძვირების შემდეგ, კვარაცხელია მსოფლიოში 569-ე ფეხბურთელია სიძვირით, რუსეთის პრემიერლიგაში კი მეხუთე ადგილზეა.

ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

კვარაცხელიას ფასი, როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე ყაზანის რუბინის შემადგენლობაში, ყველაზე მაღალია.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი და ზელენსკი პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ძალის დემონსტრირებაა